ევროპულ სკოლაში მუშაობენ უმაღლესი კატეგიორიის მასწავლებელები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. აქედან 5 პროფესორი, 16 მეცნიერებათა დოქტორი, 10 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის მწვრთნელი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო ასოციაციის მწვრთნელის სერტიფიკატის მფლობელი.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, ევროპული სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან ეუფლებიან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტრუმენტების გამოყენებას. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება XII კლასის ჩათვლით; ამასთან, სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, ტექნიკის განახლება, სასწავლო პროგრამების, მასალებისა და სასწავლო კურსების მომზადება, ისტ-ის სასწვლო გეგმის რეალიზება ყველა ცალკეულ საგანში.
No comments:
Post a Comment